იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 სკოლაში მშობლებთან და მოსწავლეებთან საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვედრები ჩატარდება
23-06-2021

24 ივნისს, იოსებ ოცხელის სახელობის ქუთაისის N2 საჯარო სკოლაში განათლების ეროვნული ინსტიტუტის ეგიდით მშობლებთან და მოსწავლეებთან შეხვდერები ჩატარდება.

საინფორმაციო-სასწავლო ხასიათის შეხვდრები პროგრამის „ტარიელ ფუტკარაძის სკოლა“ ფარგლებშია დაგეგმილი, რომელიც ახლახანს განათლების ეროვნულ ინსტიტუტიში ახალ მიმართულებად ჩამოყალიბდა.

მოსწავლეებთან გაიმართება შეხვედრა თემაზე: „საოჯახო-ნათესაური ურთიერთობები“ (დავით შავიანიძე, ისტორიის დოქტორი, ეთნოლოგი).

მშობლები გაეცნობიან ძალზედ საჭირო ინფორმაციას და რეკომენდაციებს კიბერბულინგის შესახებ.

შეხვედრას ჩაატარებს განათლების ეროვნული ინსტიტუტის დამფუძნებელი, თსუ განათლების და მეცნიერების ფაკულტეტის დოქტორანტი - ხათუნა ჯავახაძე.

მოსწავლეებთან შეხვედრა 11:00 საათზე დაიწყება, მშობლებთან - 14:00 საათზე.

დასწრება თავისუფალია.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203