ბავშვთა დაცვის დღესასწაული კაკაბეთის საჯარო სკოლაში
23-06-2021
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ კაკაბეთის საჯარო სკოლაში მნიშვნელოვან თარიღებსა და მოვლენებს აქტიურად აღნიშნავენ. 

მათ შორის, IV კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებლის ლუიზა შარიქაძის ხელმძრვანელობით, 1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე აღნიშნეს. 

მოსწავლეებმა სკოლის ეზო ფერადი ცარცებით  მოხატეს და ასე გამოხატეს თავიანთი ემოცია.

აღსანიშნავია, რომ პირველად, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე, 1950 წლის 1 ივნისს იზეიმეს, რის შემდეგაც იგი ყოველ წელს მთელ მსოფლიოში აღინიშნება. 

ამ დღეს მხოლოდ გასართობი ხასიათი არ აქვს, ეს დღე შეხსენებაა იმისა, რომ ყველა ბავშვი ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში უნდა იზრდებოდეს, სადაც მას სრულყოფილი განათლებისა და ყველა საჭირო სიკეთის მიღება შეუძლია.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203