ახალსოფლის საჯარო სკოლას „ახალი სკოლის მოდელის“ ექსპერტები ესტუმრნენ
23-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას „ახალი სკოლის მოდელის" ექსპერტები ესტუმრნენ.

შეხვედრა კათედრების მიხედვით გაიმართა. პედაგოგებმა პროექტის ფარგლებში შესრულებული დავალებები წარმოადგინეს და მომავალი სასწავლო წლის გეგმებზე ისაუბრეს. 

„მადლობა თითოეულ პედაგოგსა და საგნის ექსპერტებს პროექტის ფარგლებში გაწეული მუშაობისთვის!!! საინტერესო და სიახლეებით დატვირთული სასწავლო წელი გველოდება!!! წარმატებები, კოლეგებო!!“-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.

სკოლაში კათედრების საგნობრივი ჯგუფების მიხედვით საგნობრივი ექსპერტების ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.

„საოცარი გარემო და მოტივირებული პედაგოგები დაგხვდებათ ამ სკოლაში. წარმატებებს ვუსურვებ სკოლის თითოეულ პედაგოგს!!! დიდი მადლობა საგნობრივი ექსპერტების ჯგუფის თითოეულ წევრს გაწეული თანამშრომლობისათვის და თანადგომისათვის“, - წერია ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203