ბათუმის N25 საჯარო სკოლის ეკოკულბის წევრებმა აგარაში არსებული ტყის მასივები დაათვალიერეს
22-06-2021

ბათუმის N25 საჯარო სკოლის ეკოკულბის წევრები აგარაში არსებული ტყის მასივების განაშენიანებისა და დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებს გაეცნენ.

„ჩვენი ეკოკლუბის წევრები, არასრული შემადგენლობით, აჭარის სატყეო სააგენტოს ორგანიზებით ეწვია და გაეცნო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარაში არსებული ტყის მასივების განაშენიანებისა და დაცვის სამსახურის მიერ განხორციელებულ აქტივობებს.

მინი ექსკურსია ძალიან საინტერესო და სახალისო იყო კლუბის წევრებისათვის, რაც ხელს უწყობს მოსწავლეების ეკოლოგიური და გარემოს დაცვითი ცნობიერების გაზრდას.

ბათუმის ოცდამეხუთე საჯარო სკოლა დიდ მადლობას უხდის კიდევ ერთხელ სსიპ აჭარის სატყეო სააგენტოს ასეთი საინტერესო დღისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო და ვიდეომასალა:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203