ახმეტის კულტურის ცენტრი ფშაური წინდების ქსოვის ოსტატს გვაცნობს
22-06-2021

ხელოვანები ახმეტიდან პროექტი გრძელდება და ახმეტის კულტურის ცენტრიც განაგრძობს ადგილობრივი ხელოვანების წარმოჩენას, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიას ქმნიან და რაც მთვარია, იმ დიდ საქმეს ემსახურებიან, რასაც ტრადიციების შენარჩუნება ჰქვია.

ამჟამად წარმოგიდგენთ დაშიბული წინდების ოსტატს, ზანდა გამიაშვილს საკობიანოდან, რომელმაც ხელსაქმე ათი წლის ასაკში შეისწავლა. ყველაფერი კი იმ პერიოდიდან დაიწყო, როდესაც ზანდა, თავის დედმამიშვილებთან ერთად, ზაფხულობით ბებიის დასთან, თიანეთში მიემგზავრებოდა და ზაფხულის არდადეგებს იქ ატარებდა.

ფშაური წინდების ქსოვა კი ის კულტურაა, რომელიც არასოდეს უნდა დაიკარგოს.

 

იხილეთ ვიდეო: 
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203