თბილისის N12 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საინტერესო პრეზენტაცია მოაწყვეს
22-06-2021

2020-2021 სასწავლო წელი მიიწურა; იყო ბევრი გამოწვევა - დისტანციური სწავლება, ჰიბრიდული მოდელი, წერტილოვანი შეზღუდვები, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სასწავლო პროცესი შედგა და სკოლებიც ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ შედეგებზე გავიდნენ.

პედაგოგებს კი, რომლებიც  დგანან განათლებული მომავალი თაობების აღზრდის სადარაჯოზე და პროფესიულ წინსვლაზე არიან ორიენტირებულები, თავი არ დაუზოგავთ - მოსწავლეებისთვის მიეცათ ხარისხიანი განათლება.

თბილისის N12 საჯარო სკოლა, ისევე როგორც ყოველთვის, წელსაც მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა - სწავლა აქტიურად და არსებული რეგულაციების დაცვით წარიმართა, რა თქმა უნდა, მოსწავლეების ჩართულობით სასკოლო ცხოვრებაში, საგაკვეთილო პროცესსა თუ სხვადასხვა აქტივობაში.

თბილისის N12 საჯარო სკოლაში, ბუნებისმტყველებაში შთამბეჭდავი პრეზენტაცია მოეწყო თემაზე - „გული და სისხლძარღვები“. ხელმძღვანელი გახლდათ ლილი გვარჯალაძე. VI კლასის მოსწავლეებისთვის კი პროექტი მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა, რომელმაც საშუალება მისცა, გაეღრმავებინათ მიღებული ცოდნა.

იხილეთ ბმული:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203