„საქართველოში იბადებოდნენ“ - კაჭრეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლა ნანიანში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-06-2021

გურჯაანის მუნიციპალიტეტის კაჭრეთის საჯარო სკოლასთან არსებულ დაწყებით სკოლა ნანიანში პროექტი  - „საქართველოში იბადებოდნენ“ განხორციელდა.

პროექტზე ll - lV კლასკომპლექტის მოსწავლეებმა იმუშავეს.

მოსწავლეთა პედაგოგი მანანა ყამბარაშვილი გახლავთ. 

„პროექტის მიზანი იყო მოსწავლეებში ეროვნულ- პატრიოტული ღირებულებების გაცნობიერება. პრეზენტაციაზე წარმოადგინეს საქართველოს ისტორიის სხვადასხვა ეპოქის შესახებ მოძიებული ინფორმაცია და შექმნეს შესაბამისი ნამუშევრები. სახალისო აღმოჩნდა მოსწავლეებისათვის შეთავაზებული მრავალფეროვანი აქტივობები.

განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია აქტივობამ „ასეთი საქართველო მინდა“. თითოეულმა მოსწავლემ ერთი წინადადებით გამოხატა საკუთარი სურვილი როგორ საქართველოზე ოცნებობენ. დასასრულს ერთხმად აღნიშნეს, რომ სამშობლოს წარსულის ცოდნა მნიშვნელოვანი და აუცილებელია“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203