სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის „ტექნოლოგიების კლუბის“ წევრებმა ვებგვერდი შექმნეს
22-06-2021
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის „ტექნოლოგიების კლუბის“ წევრებმა პირველი ვებგვერდი შექმნეს.

„სოფელ გურჯაანის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებიც „ტექნოლოგიების კლუბის“ წევრები არიან პირველი ვებგვერდები შექმნეს და პირველი ნაბიჯები გადადგეს ვებსივრცის ათვისებისთვის. შემდეგ ნაბიჯებს ეტაპობრივად გაგიზიარებთ.

„ახალგაზრდული ტექნოლოგიური კლუბების ქსელის“ პროექტი ხორციელდება „ევროკავშირი საქართველოსთვის“ დაფინანსებითა და მხარდაჭერით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), ICT კლასტერისა და ინოვაციური განათლების ფონდის (IEF) ერთობლივი თანამშრომლობით“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203