ჯუმის საჯარო სკოლაში ინფორმაციულ და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ვიქტორინა ჩატარდა
ზუგდიდის მუნიციპაიტეტის სოფელ ჯუმის საჯარო სკოლაში მე-5 და მე-6 კლასელების მონაწილეობით ისტ-ში ვიქტორინა ჩატარდა.
„სკოლის მოსწავლეებმა წარმოაჩინეს საფუძვლიანი ცოდნა აღნიშნულ საგანთან მიმართებაში. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მასწავლებელი თამარ ჟვანია.
სკოლის დირექტორის მ/შ ირმა ბუკიამ აღნიშნა, რომ იდენტური სახის ღონისძიებები ხელს უწყობს: მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებას; თვალსაწიერის გაფართოებას; მაღალი დონის სააზროვნო უნარებისა და მრავალმხრივი ინტელექტის განვითარებას. მან შესაბამისი სიგელებით დააჯილდოვა გუნდის წევრები და უღრმესი მადლობა გადაუხადა სკოლის მოსწავლეებს ღონისძიებაში აქტიურად ჩართულობისათვის და პედაგოგს - გაწეული მუშაობისათვის“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: