ხონის N4 სკოლის მოსწავლემ, ძალოსანმა ბესო რურუამ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე პირველი ადგილი მოიპოვა
22-06-2021
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ხონის N4 საჯარო სკოლის მე-8 კლასის მოსწავლემ ზუგდიდში მიმდინარე ძალოსანთა შეჯიბრში პირველი ადგილი დაიკავა და ოქროს მედალი მოპოვა.
„ზუგდიდში მიმდინარე ძალოსანთა, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ღია პირველობაზე (17 წლამდე) ვაჟთა შორის 41 კგ წონით კატეგორიაში პირველი ადგილი დაიკავა ბესო რურუამ (ხონი) და დაჯილდოვდა ოქროს მედლით. მოსწავლის მწვრთნელი აკაკი კაკაბაძეა.
სკოლა ულოცავს ბესო რურუას ამ გამარჯვებას და სამომავლოდაც წარმატებებს უსურვებს“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია