„ინტერვიუ მასწავლებელთან“ - საყდრიონის საჯარო სკოლაში საინტერესო პროექტი განხორციელდა
22-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდრიონის საჯარო სკოლაში პროექტი - „ინტერვიუ მასწავლებელთან“ ჩატარდა. აქტივობაში მონაწილეობას მესამე და მეოთხე კლასის მოსწავლეები იღებდნენ.

„მე-3 და მე-4 კლასის მოსწავლეებმა პროექტის ფარგლეფში, ინგლისურ ენაზე შეადგინეს კითხვები, მოირგეს ჟურნალისტის როლები და წარამართეს ინტერვიუ მასწავლებლებთან. მიღებული ინფორმაციაზე დაყრდნობით შეადგინეს აღწერითი სახის ტექსტები და მასწავლებლების ილუსტრაციები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

სკოლა მადლობას უხდის პროექტში ჩართულ პედაგოგებს: ჟუჟუნა მარკოიძეს, თიკო ლობჯანიძეს, ნათია ფუტკარაძეს, მადონა დეკანაძეს, მზევინარ საგინაძეს, ირმა გელაძეს და ირაკლი შავაძეს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203