ბუგეულის საჯარო სკოლის მოსწავლეთა პროექტი ევროპის ფონდმა დააფინანსა
22-06-2021
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუგეულის საჯარო სკოლაში მოსწავლეების პროექტი ევროპის ფონდმა დააფინანსა. 

სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ პროექტის ფარგლებში მიღებული დაფინანსებით, მოსწავლეებმა შეიძინეს წიგნები, ჟურნალები სახატავი ნაკრები და გაზეთების მაგიდა.

„წაიკითხე წიგნები, უკეთესი იქნები“– ასე დაასათაურეს კიდევ ერთი ახალი პროექტი ბუგეულის სკოლის მოსწავლეებმა.

მცირებიუჯეტიანი პროექტი დააფინანსა ევროპის ფონდმა. საბაზო – საშუალო საფეხურის მოსწავლეებმა ჩაატარეს გამოკითხვა და შეარჩიეს მათთვის საინტერესო მხატვრული ლიტერატურა. შეიძინეს ორმოცამდე სხვადასხვა დასახელების წიგნი, ჟურნალ–გაზეთების მაგიდა, ფანქრები, ფუნჯები, მარკერები და საღებავები შემდგომი აქტივობებისთვის (მასწავლებელი ქრისტინე ქურციკიძე)“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203