არწივანის საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს
22-06-2021
წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ არწივანის საჯარო სკოლაში მეორეკლასელებმა სასწავლო წელი საზეიმო ღონისძიებით დაასრულეს.
სკოლის მიერ მოწოდებული ინფორომაციის მიხედვით, მე-2 კლასის მოსწავლეებმა დამრიგებლის ორგანიზებით სახალისო ღონისძიება გამართეს, სხვადსხვა გმირის ფორმები მოირგეს და „მეგობრობაზე“ სიმღერაც შეასრულეს.
მოსწავლეები ღონისძიებაში ინტერესით ჩაერთვნენ და შემოქმედებითი ნიჭი და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.