წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები პროექტში წარმატებული მონაწილეობისთვის დასაჩუქრდნენ
22-06-2021

წალკის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეები ნაადრევი ქორწინების პრევენციის თემაზე ბრიტანეთის საბჭოს პროექტში მონაწილეობდნენ. 

ბრიტანეთის საბჭომ მოსწავლეები პროექტში წარმატებით მონაწილეობისთვის დააჯილდოვა. 

პროექტში მონაწილეობდნენ - გიორგი ჩალაძე, გიორგი გირგვლიანი, ზებურ დეკანაძე, თეკლა მერლანი, იზა ანთაძე, ანა დოლიძე, მარგო სტეპანოვა, ლარისა ნარინიანი, მაკა აბულაძე და მერი აბულაძე.

სკოლა ბრიტანეთის საბჭოს მადლობას უხდის. 

„უღრმესი მადლობა ბრიტანეთის საბჭოს ჩვენი მოსწავლეების დასაჩუქრებისთვის და გახარებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის წერილში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203