ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა IV კლასის დამთავრება საზეიმოდ აღნიშნეს
22-06-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლის IV კლასის მოსწავლეებმა ოთხი კლასის დასრულება საზეიმოდ აღნიშნეს. პატარები პირველ მასწავლებელს გამოემშვიდობნენ. პედაგოგმა კი მათ გზა დაულოცა. სასწავლო წლის ბოლო დღე ამაღელვებელი იყო.

„ღონისძიებამ აჩვენა, თუ რა დიდი გამოცდილება დაუგრავდათ ბავშვებს, როგორ გაიზარდა მათი შესაძლებლობლები. წარმოდგენილი იყო ლექსები, პიესები, იუმორისტული ნომრები, ცეკვები და სიმღერები და რაც მთავარია, პირველ მასწავლებელთან გამოსამშვიდობებელი, გულში ჩამწვდომი ტექსტები.

მე-5 საჯარო სკოლა ულოცავს პატარებს ოთხი კლასის წარმატებით დასრულებას და სწავლების ახალ საფეხურზე გადასვლას. მაია მასწავლებელს კი უსურვებს კვლავ მრავალი გონიერი თაობები გამოეშვას“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203