ახალციხის N5 სკოლის VI კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ინასარიძის ნახატს კონკურსში რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი ერგო
22-06-2021

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დაწყებითი და საბაზო საფეხურის მოსწავლეები მოსწავლეები პროექტის „ოლიმპიზმი სკოლებში“ ფარგლებში, ოლიმპიურ თემაზე შექმნილი ნახატების კონკურსში ჩაერთვნენ. კონკურსი საქართველოს სპორტის, ფიტნესის და ფიზიკური განათლების ეროვნული ასოციაციის ორგანიზებითა და  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართულ სკოლებში განხორციელდა. 

პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო ცხოვრების გამრავალფეროვნებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას, სკოლის სივრცეში ფორმალური და არაფორმალური სწავლების განვითარებასა და მოსწავლეებში მოტივაციის ამაღლებას. სასკოლო ტურში გაიმარჯვეს შემდეგი მოსწავლეების ნახატებმა : 

ნინო გიქოშვილი (V კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ლალი მაჭავარიანი,

მარიამ აღლემაშვილი (V კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ივანიძე, 

ნიკოლოზ ინასარიძე (VI კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა,

რატი სამსონიძე (IX კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი ნინო ივანიძე, 

ქრისტინე ათოშვილი (IX კლასი) - სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელი იდა ტიფენცევა .

ყველა მონაწილემ კონკურსში მონაწილეობისათვის სიგელი დაიმსახურა.

VI კლასის მოსწავლის, ნიკოლოზ ინასარიძის ნახატმა რეგიონის მასშტაბით პირველი ადგილი და რესპუბლიკის მასშტაბით მესამე ადგილი დაიკავა და 18 ივნისს თბილისში დაჯილდოებაზე მიიწვიეს. 

ახალციხის N5 საჯარო სკოლის დირექცია  ულოცავს ნიკოლოზ ინასარიძეს და მის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებელს იდა ტიფენცევას დიდ გამარჯვებას და წარმატებებს უსურვებს!

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203