ბოსტანის საჯარო სკოლის პედაგოგები კურსდამთავრებულ თამარ სურგულაძეს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ
22-06-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოსტანის საჯარო სკოლა კურსდამთავრებულ თამარ სურგულაძეს გამოემშვიდობა. პედაგოგებმა და მომავალმა პირველკლასელებმა თამარს გზა დაულოცეს.

„სწავლის დამთავრების ზარმა დღეს საქართველოს ყველა სკოლაში ჩამოჰკრა. მათ შორის ჩვენთანაც, ბოსტანის საჯარო სკოლაში. 
სცენები, წარწერები, ტექსტები თითქმის ყველგან და ყოველთვის იგივეა: მოლოცვების, მოფერების, სიყვარულის ახსნის, მოსალოდნელი მონატრების, ათასნაირი კეთილი სურვილის, იმედებისა და გულისწყვეტისაც კი.

ჩვენი სკოლის კურსდამთავრებულს, თამარ სურგულაძეს, პედაგოგებმა და მომავალმა პირველკლასელებმა მიულოცეს დღევანდელი დღე და მომავალში წარმატებები უსურვეს“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203