„მოსწავლეებთან მუშაობა მიმდინარეობს კომპლექსურად და თანმიმდევრულად“ - თბილისის N117 სკოლაში ინკლუზიური სწავლება მაღალ დონეზეა
22-06-2021

თბილისის N117 საჯარო სკოლაში ინკლუზიური განათლება მაღალ დონეზეა. სსსმ მოსწავლეებს მაღალკვალიფიციური და მაღალი მოტივაციის მქონე სპეციალური მასწავლებლები ასწავლიან. 

სკოლის ინფორმაციით, თბილისის N117 საჯარო სკოლაში ირიცხება 18 სსსმ მოსწავლე. საგნის მასწავლებლების გარდა მათთან მუშაობენ ინკლუზიურ განათლებაში ჩართული სპეციალისტები, კერძოდ, სპეციალური მასწავლებლები: მზია ბეგაძე და ხათუნა მელაშვილი, ფსიქოლოგი თამარ ჩოჩიშვილი, სსსმ მოსწავლის ასისტენტები ბექა აფრასიძე და ნინო ომანაძე.

„თითოეული მათგანი საგნის მასწავლებლებთან ერთად უზრუნველყოფენ იმას, რომ მოსწავლეები მათი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ჩართულნი იყვნენ საგაკვეთილო პროცესში მაქსიმალურად. მოსწავლეებთან მუშაობა მიმდინარეობს როგორც კლასში, ასევე რესურს ოთახში, ინდივიდუალურად. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა მოსწავლის პროგრესი სახეზეა, რაც სწორედ რომ მათი შეთანხმებული მუშაობის შედეგია. ქალბატონი მზია და ქალბატონი ხათუნა თანამშრომლობენ საგნის მასწავლებლებთან, აწვდიან მათ დავალებებს თუ სტრატეგიებს, რომლებიც ეხმარებათ სსსმ მოსწავლის საგაკვეთილო პროცესში სრულფასოვნად ჩართვას. ქალბატონი თამარი ასევე უწევს კონსულტირებას, თუ როგორ უნდა დაიძლიოს მოსწავლემ ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორ მოხდეს მისი უმტკივნეულოდ ადაპტირება საკლასო გარემოში, ასევე მასწავლებლებთან ერთად მუშაობს ამ საკითხებთან დაკავშირებით. ქალბატონი ნინო და ბატონი ბექა ასისტირებას უწევენ სსსმ მოსწავლეებს, კერძოდ, მათ ეხმარებიან უშუალოდ საგაკვეთილო პროცესში. ინკლუზიური განათლების სპეციალისტები მუდმივად ზრუნავენ თვითგანვითარებაზეც - გადიან სხვადასხვა ტრენინგებს.

მოსწავლეებთან მუშაობა მიმდინარეობს კომპლექსურად და თანმიმდევრულად, ხდება თითოეული მოსწავლის
სუსტი და ძლიერი მხარეების, მათი ინტერესების გათვალისწინება სასწავლო პროცესის დაგეგმვისას,
სწორედ ესაა მიზეზი, რომ ინკლუზიური განათლება ასეთ მაღალ დონეზეა ჩვენს სკოლაში“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203