ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი ჩატარდა
ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის პედაგოგმა მეხუთე კლასში ინგლისური ენის მართლწერის კონკურსი ჩაატარა. პირველ მეორე და მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეებს კი სერტიფიკატები გადაეცათ.
„ბათუმის №6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის 5ზ კლასის ინგლსიური ენის მასწავლებლის, ქრისტინა ფირცხალაიშვილის ინიციატივით ამავე კლასში დაიგეგმა ინგლისური ენის მართლწერის კონკურსის ჩატარება.
აღნიშნული კონკურსი ჩატარდა ორ ეტაპად, საკლასო სახელმძღვანელოს ლექსიკურ ბაზაზე შეირჩა მეორე სემესტრის განმავლობაში ნასწავლი სიტყვების შერჩევა (80-ზე მეტი სიტყვა) და შემდეგ ამ სიტყვებიდან 40 -ის მართლწერის ცოდნის შემოწმება. მონაწილეებს გადაეცათ პირველი, მეორე, მესამე ადგილის სერტიფიკატები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: