ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეები გარემოზე აქტიურად ზრუნავენ
22-06-2021

ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭრებალოს საჯარო სკოლის მოსწავლეებმა „ახალი სკოლის მოდელის ფარგლებში“ კიდევ ერთი აქტივობა განახორციელეს. 

მოსწავლეებმა მდინარეების - ასკისა და რიონის სანაპიროები დაასუფთავეს.

„მათ კარგად ესმით, თუ რა დიდი მნიშვნელობა აქვს სუფთა გარემოს ადამიანის ჯანმრთელობისათვის. თითოეული აქტივობის განხორციელებაში დიდია პედაგოგების როლი, რომლებიც დაუღალავად შრომობენ სკოლის წარმატებისთვის“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203