„ჩვენთან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს“ - ციხიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა
22-06-2021

„ჩვენთან ყოველთვის მეგობრობა იმარჯვებს“- ამ ლოზუნგით, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხიის საჯარო სკოლაში სპორტულ-გასართობი ღონისძიება გაიმართა. 

მოსწავლეები ღონისძიებაში ხალისით ჩაერთვნენ და შესაძლებლობები წარმოაჩინეს. 

„11 ივნისი დადებითი ემოციებით დატვირთული დღე იყო. ორ გუნდად გაყოფილი ჩვენი სკოლა „ფენიქსის“ და „სფინქსის“ სახელებით მხიარულად იწვევდნენ და ეთამაშებოდნენ ერთმანეთს სპორტულ აქტივობებში.

მოსწავლეთაგან თავი ისახელა დათო ქობულაძემ, არჩილ ჩუბინიძემ და ამირან გოგელაშვილმა. მოტივაციასა და სიხალისეს ამძაფრებდა პედაგოგების აქტიური ჩართულობა“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:

  
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203