ბათუმის ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ დაწყებითი კლასების მოსწავლეებს ხელოვნების მასწავლებელმა ლელა მიქელაძემ ებრუს მეთოდით ხატვა შეასწავლა
22-06-2021

ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ ბათუმის ფილიალის დაწყებითი კლასების ხელოვნების მასწავლებელმა ლელა მიქელაძემ პატარებს ებრუს მეთოდით ხატვა შეასწავლა. მოსწავლეებმა წყალზე ხატვის ხელოვნება დიდი მონდომებით აითვისეს და საინტერესო ნამუშევრები შექმნეს.

„ებრუს“ მეთოდით მხატვრობა სპეციალურად დამზადებული საღებავებით კონცენტრირებული წყლით ქაღალდზე გადატანილი დეკორატიული ხელოვნებაა, იგი  დაახლოებით აკვარელს ჰგავს. 

თითქოს მივიწყებული ხატვის ეს მეთოდი კვლავ ფეხს იკიდებს მსოფლიოში. 

ხელოვნების კუთხით ორიგინალურობასთან ერთად მნიშვნელოვანია მისი ფსიქოთერაპიული ფუნქციაც. ამ მეთოდით ხატვა ამშვიდებს ადამიანს და საინტერესო ემოციებს ჰგვრის“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203