ამბროლაურის N2 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საქართველოს ჩემპიონატზე წარმატებით იასპარეზეს
22-06-2021

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას აქტიურად ეწევიან და მოსწავლეების სპორტით დაინტერესებას წარმატებით ახერხებენ. ბავშვებს სპორტული მიღწევები კი ნამდვილად აქვთ საამაყო. სკოლის სპორტსმენებს ერთ-ერთი წარმატებული გამოსვლა სულ ახლახანს ჰქონდათ.

ამბროლაურის სასპორტო სკოლის KUDO-ს გუნდმა წარმატებით იასპარეზა 13 ივნისს, ამბროლაურში ჩატარებულ საქართველოს ჩემპიონატზე კუნგ-ფუში.

წარმატებული სპორტსმენები არიან: სალომე კილასონია; ვასილ დვალაძე; ნიკოლოზ მურუსიძე; გუგა დარახველიძე; თენგო გოგოლაძე; ლუკა დარახველიძე და ნიკოლოზ შერმაზანაშვილი. გუნდის მწვრთნელი გახლავთ: დავით დუშუაშვილი

ამბროლაურის N2 საჯარო სკოლა KUDO-ს ულოცავს წარმატებულ გამოსვლას და მომავალშიც ბევრ გამარჯვებას უსურვებს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203