მატნის N1 საჯარო სკოლის პირველკლასელებმა ცნობილი ნახატები „გააცოცხლეს“
22-06-2021

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატნის N1 საჯარო სკოლა საკუთარ მოსწავლეებს სხვადასხვა სახალისო აქტივობებით ხშირად ანებივრებს. სკოლის პედაგოგები ცდილობენ სწავლის ინტერესი ბავშვებს მრავალფეროვანი ხერხებით აუმაღლონ.

სწორედ ასეთ პროექტზე გიყვებით დღეს. სკოლის 1ა კლასის მოსწავლეებმა პროექტი სახელწოდებით - „გააცოცხლე ნახატი“ წარმოადგინეს. კლასის ხელმძღვანელია ნელი ზაალიშვილი.

პატარებმა შესანიშნავად მოირგეს ცნობილ ნახატებზე გამოსახული პერსონაჟების როლი და სამახსოვრო ფოტოებიც ძალიან შთამბეჭდავი გამოვიდა. მოსწავლეები აქტივობაში ხალისით ჩაერთვნენ და ცნობილ ნახატებზე მიღებული ინფორმაციაც ალბათ დიდ ხანს გაჰყვებათ. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203