„გვეამაყოს თქვენით!“ - ამბროლაურის N1 საჯარო სკოლის 3 მოსწავლე საგნობრივ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა
22-06-2021

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლას გამორჩეული მოსწავლეები ჰყავს და ამას მხოლოდ სასკოლო ნიშნები არ ადასტურებს. სკოლის მოსწავლეები სხვადასხვა კონკურსშიც მაღალ შედეგებს აჩვენებენ.

ამჯერად, სკოლის სამი მოსწავლე „კინგსის“ ოლიმპიადაში წარმატებით მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ. ესენი არიან: პირველი კლასის მოსწავლე თინათინ გაბიძაშვილი, მისი პედაგოგია ლალი სანთელაძე; მეოთხე კლასელები - მარიამ ჯმუხაძე და ნინო გაბიძაშვილი, რომელთა პედაგოგი ეთერ ნატმელაძეა.

სამივე წარჩინებულმა მოსწავლემ, „კინგსის“ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის მიიღეს დაფინანსება საერთაშორისო ოლიმპიადაში მონაწილეობისთვის. თითოეულ მათგანს 340 ლარიანი ვაუჩერი გადაეცა.

ამბროლაურის N1 საჯარო სკოლა ამაყია საკუთარი მოსწავლეებით და მომავალშიც წარმატებას უსურვებს მათ: „ვულოცავთ ჩვენს პატარებს ამ მნიშვნელოვან წარმატებას! გვეამაყოს თქვენით!“

იხილეთ ფოტოები: 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203