ისუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ჩაკვეტაძე „ეტალონმა“ დისტანციურ კონკურსში მონაწილეობისთვის დააჯილდოვა
22-06-2021

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფელ ისუნდერის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიზი ჩაკვეტაძე საქართველოს ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატ „ეტალონში“ მონაწილეობისთვის დაჯილდოვდა. 

ცაგერის მუნიციპალიტეტის დისტანციური კონკურსის მონაწილეს სიგელი გადაეცა. 

შეგახსენებთ, რომ 2021 წელს საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ დისტანციურ რეჟიმში მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების მიხედვით წარიმართება. ინტელექტუალურ კონკურსში ჩართვა ნებისმიერი სკოლის მე-8, მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეს შეუძლია. 

ცაგერელი მოსწავლეებისთვის საქართველოს ეროვნული ინტელექტ-ჩემპიონატის პირველი ეტაპის კონკურსი ტესტირების სპეციალური პორტალის საშუალებით 17 ივნისს გაიმართა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203