ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა ადგილობრივი კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
22-06-2021

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსის - „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია 2021“-ის ფარგლებში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველი ანაგის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ფესვების“ ინიციატივით სოფელში დასუფთავების აქცია მოეწყო. ეკოკლუბელებმა სოფელში არსებული კულტურის სახლის მიმდებარე ტერიტორია დაალაგეს.

„მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სახლის წინ დგას ნაგვის ურნები, არსებული ტერიტორია მაინც დანაგვიანებულია. მოსწავლეებმა შეგროვებული ნარჩენები უახლოეს ნაგვის ბუნკერთან მიიტანეს და შესაბამისად მოხდა ნარჩენების გადაყრა.
ეკოკლუბელების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ეს ტერიტორია დანაგვიანებული იყო იმის მიუხედავად, რომ ცოტა ხნის წინ ტერიტორიის ნაწილი დასუფთავდა. ბავშვებმა მორიგი დასუფთავების აქციით მოახერეს და მთლიანად დაასუფთავეს კულტურის სახლის შემოგარენი.

ახალგაზრდების წამოწყებულ ინიციატივას გამოეხმაურა სოფლის გამგეობა და დაეხმარა საჭირო ნივთებით (პირბადეები, ტომრები, ხელთათმანები). ბავშვებს და გამგეობის წარმომადგენლებს იმედი აქვთ, რომ შემცირდება ნარჩენები და მათი სოფელი უფრო სუფთა და ტურისტულად მიმზიდველი გახდება.

აქტივობა განხორციელდა კოვიდ 19-ის რეგულაციების დაცვით - პირბადეებით და 2 მეტრიანი დისტანციით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203