დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს დიდი სიყვარულით გამოემშვიდობნენ
22-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის დაბა მახინჯაურის საჯარო სკოლის მე-4 კლასის მოსწავლეები პირველ მასწავლებელს საზეიმო განწყობით გამოემშვიდობნენ. ბავშვებმა სიყვარული და სითბო გამოიჩინეს პედაგოგების მიმართ.

„უამრავი თბილი და ლამაზი სამადლობელი სიტყვა ითქვა ბავშვების მიერ საყვარელი მასწავლებლების მისამართით. მართლაც საამაყო და სამაგალითოა ასეთი სითბოსა და სიყვარულის დაბრუნება, რომელსაც წლების განმავლობაში მარცვალ-მარცვალ აგროვებდნენ ქალბატონები: ნათელა ბაგრატიონი, ნანული ბოლქვაძე, მარინე ჩხეიძე. 

გილოცავთ ჩვენო ულამაზესო მოსწავლეებო სწავლის დასრულებასა და შემდგომ საფეხურზე გადასვლას. ბედნიერი და ხალისიანი არდადეგები გაგეტარებინოთ“, - წერია დირექციის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203