ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა
22-06-2021
მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალი დიოკნისის საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაში გაიმართა, რომელშიც V-X კლასის მოსწავლეები მონდომებით ჩაერთვნენ.
სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, თამაში განხორციელდა ელექტრონული პროგრამის kahoot-ის გამოყენებით. მოსწავლეები ენთუზიაზმით ჩაერთვნენ თამაშში, გამარჯვებულ მოსწავლეს გადაეცა სამახსოვრო საჩუქარი.
თამაშის თემა იყო ადამიანის უფლებები, ღონისძიება გაიმართა სკოლაში მიმდინარე პროექტის - „ძალა ერთობაშია“ ფარგლებში. თამაშის დაწყებამდე მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად უყურეს ფილმს „თავისუფლების მწერლები“ და გამოთქვეს თავიანთი მოსაზრება ფილმის შესახებ.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია