
ავთანდილ დეკანოიძის სახელობის ქუთაისის N32 საჯარო სკოლაში გასულ კვირას eTwinning-ის საერთაშორისო პროექტის, „მედიაწიგნიერება მოსწავლეებისათვის“ (Media Literacy for Students – MLS) ფარგლებში, მესამე ტრენინგი გაიმართა.
„ჩვენი სკოლის პედაგოგების ავტორობითა და დირექციის მხარდაჭერით შექმნილ პროექტში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 10 სკოლა და 150-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობს, მათ შორის, იორდანიიდან, რუმინეთსა და თურქეთიდან.
ტრენინგის შემდეგ მოსწავლეებმა თავად შექმნეს სხვადასხვა შინაარსის ლოგოები, პოსტერები და ელექტრონული წიგნები“, - გვიამბობს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები