„გვჯერა, თქვენ წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით“ - ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაამთავრეს
22-06-2021

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა საბაზო საფეხური წარმატებით დაასრულეს და პედაგოგებს გამოემშვიდობნენ. სკოლა საბაზო საფეხურისაა, შესაბამისად, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ მოსწავლეების გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა.

„9 წელიც გაფრინდა... ისე სწრაფად, ისე უეცრად... თვალსა და ხელსშუა გაიზარდეთ, დალაღდით და დაფრთიანდით... გვჯერა, თქვენ წინ კიდევ მრავალი წარმატება გელით, რომელშიც მცირედი წვლილი ჩვენი სკოლის დამსახურებაც არის. გილოცავთ და გვეამაყოს თქვენით“, - წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203