მარტყოფის N1 საჯარო სკოლის სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსში გამარჯვებული გუნდი დაჯილდოვდა
22-06-2021

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლის გუნდი, ისტორიის მასწავლებელ ლამარა ბიბილურთან ერთად, სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსში - „ბრიტანეთი და საქართველო“ გამარჯვებისთვის დაჯილდოვდნენ. 

21 ივნისს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრში სასკოლო-საგანმანათლებლო კონკურსის - „ბრიტანეთი და საქართველო“ შემაჯამებელი ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებაზე გამარჯვებული გუნდები მიიწვიეს ხელმძღვანელ მასწავლებლებთან ერთად.

ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების უფროსმა, ნესტან ბაგაურმა წარადგინა და დააჯილდოვა კონკურსის გამარჯვებული გუნდები, მათ შორის მარტყოფის N1 სკოლის გუნდი, ისტორიის მასწავლებელ ქალბატონ ლამარა ბიბილურთან ერთად.

„ვულოცავთ სკოლას ამ წარმატებას, მადლობას ვუხდით ჩვენს საამაყო მოსწავლეებს და ლამარა მასწავლებელს წარმატებული მოღვაწეობისათვის“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203