
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლის ღვაწლმოსილი პედაგოგები ქობულეთის რაიონული საბჭოს თავჯდომარემ, გელა ლაზიშვილმა სიგელებით და საჩუქრებით დააჯილდოვა.
სკოლის ადმინისტრაცია გელა ლაზიშვილს დაფასებისთვის მადლობას უხდის.
„ზედა აჭყვას საჯარო სკოლა და ადმინისტრაცია დიდ მადლობას უხდის ქობულეთის რაიონული საბჭოს თავმჯდომარეს, ბატონ გელა ლაზიშვილს თანადგომისათვის და ჩვენი ღვაწლმოსილი პედაგოგების - ლია დევაძის, ჟულიეტა მაჭუტაძის, ნათელა ბერიძის, მერი ბარამიძის, მარინა თურმანიძის და ნათელა სურმანიძის დაფასებისათვის და მათთვის სასაჩუქრე ჯილდოების გადაცემისთვის
ასევე დიდი მადლობა გადავუხადეთ ღვაწლმოსილ პედაგოგებს მომავალი თაობის სულიერი აღზრდისა და შემოქმედებითი საქმიანობისათვის...
ჩვენ ყოველთვის გვახსოვს და გვემახსოვრება თქვენი ღვაწლი და ამაგი!!!“,- აღნიშნულია სკოლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: