განთიადის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დამთავრება იზეიმეს
22-06-2021

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლის დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებმა მე-4 კლასის წარმატებით დასრულება იზეიმეს. 

მოსწავლეებმა პირველ მასწავლებელს ქეთევან ზოიძეს გაწეული შრომისა და ამაგისთვის მადლობა გადაუხადეს. 

პედაგოგმა სადამრიგებლო კლასის მოსწავლეებს გზა დაულოცა და დიდი სიყვარულით გამოემშვიდობა. 

სკოლის დირექცია მოსწავლეებს მე-4 კლასის წარმატებით დამთავრებას კიდევ ერთხელ ულოცავს. 

„ძვირფასო მოსწავლეებო, ქალბატონო ქეთევან, გილოცავთ მე-4 კლასის წარმატებით დასრულებას გისურვებთ ბედნიერებასა და კეთილდღეობას“,- აღნიშნულია მისალოც წერილში.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203