„ეს არის სკოლა, სადაც იზრდებიან ლიდერები, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები“- ბოლნისის N1 სკოლას წელს 11 მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს
21-06-2021

სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ბოლნისის N1 საჯარო სკოლას წელს 11 მედალოსანი მოსწავლე ჰყავს. აქედან 2 ვერცხლის და 9 ოქროს მედალოსანია.

ყველა მედალოსანს სკოლამ საჩუქარი გადასცა.

„ეს არის სკოლა, სადაც იზრდებიან ლიდერები, საქართველოს ღირსეული მოქალაქეები. ვამაყობთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებით. გვჯერა, თქვენი წარმატებული მომავლით გვასახელებთ“,- აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი. 

შეგახსენებთ, რომ ოქროს მედალი სკოლის კურსდამთავრებულებს იმ შემთხვევაში გადაეცემათ, თუ მათი საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 10 დამრგვალების გარეშე. მოსწავლე, რომლის საშუალო საფეხურის საერთო ქულა იქნება 9.8, ვერცხლის მედალს მოიპოვებს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203