„თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მოგვინდა“- ძევრის სკოლის ბეისბოლის გუნდის წევრებმა შმაგი სოფრომაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
21-06-2021

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლის ბეისბოლის გუნდმა „ქორებმა“ ომის გმირსა და სკოლის სახელოვან კურსდამთავრებულს პატივი მიაგეს. 

მოსწავლეები მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და გმირის საფლავზე მუხლი მოიდრიკეს. 

„ჩვენ მუხლს მხოლოდ ღმერთის და სამშობლოსთვის თავდადებული გმირების საფლავზე ვიდრეკთ! ძევრის სკოლის ბეისბოლის გუნდმა - „ქორებმა“ ომის გმირის, ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, ძევრის სკოლის ყოფილი მოსწავლის, მტერთან მუხლმოუდრკელი კაცის შმაგი სოფრომაძის საფლავზე მუხლი მოიდრიკა. თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მოგვინდა“,- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203