ძევრის საჯარო სკოლაში ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება
21-06-2021

უშანგი სოფრომაძის სახელობის თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში, სკოლის კურსდამთავრებულის, ბიზნესმენ მალხაზ გიორგაძის მხარდაჭერით, ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება.

ინფორმაციას ამის შესახებ სკოლა სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს. 

„​ეს ჟან პიერ გალუაა ჯვაროსანი რაინდი 1095 წელი. (ლუკა ფანჩულიძე მე-9 კლასი).
1121 წელს გალუა და ევროპელი ჯვაროსნები დიდგორის ომში დავით აღმაშენებელთან ერთად ილ-ღაზს და სელჩუკებს თავბედს აწყევლინებს...ახლა კი ის ტულუზის გრაფს რაიმონდ დე სენ-ჟილს( ვაჟა აბულაძე მე-9 კლასი) მასპინძლობს ...მალე კლერმონის საეკლესიო კრების მოდელირება...ისტორიული საგანმანათლებლო პროექტი ხორციელდება ძევრის სკოლის კურსდამთავრებულ ბიზნესმენ მალხაზ გიორგაძის მხარდაჭერით...ძალიან დიდი მადლობა დიზაინერ ნანა ვერულაშვილს და მოსწავლეთა მშობლებს თანადგომისათვის...“,- აღნიშნულია სკოლის ინფორამციაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203