​ნადაბურის, ხევის, ​ბორითისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლების მოსწავლეები​ ვაშლევის საჯარო სკოლის საზაფხულო ბანაკში მონაწილეობდნენ
21-06-2021
 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ​ვაშლევის საჯარო სკოლისა და სახლი ცისარტყელას ერთობლივი თანამშრომლობით, 16-18 ივნისს ვაშლევის სკოლაში საზაფხულო ბანაკი მოეწყო.

ბანაკში ხევის, ნადაბურის, ბორითის, ვერტყვიჭალისა და ვაშლევის საჯარო სკოლის მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

მოსწავლეებისთვის სპორტულ-გასართობი და შემეცნებითი აქტივობები გაიმართა. მოსწავლეები ღონისძიებებში ხალისითა და ინტერესით ჩაერთვნენ და იაქტიურეს. 

იხილეთ ვიდეო:


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203