„არც ერთი დღე აქტიური სასკოლო ცხოვრების გარეშე“ - ნიგვზარის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა
21-06-2021
საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლაში ღონისძიება გაიმართა.

არც ერთი დღე აქტიური სასკოლო ცხოვრების გარეშე!

ნიგვზარის
საჯარო სკოლას სათემო კავშირის „ეთნო-რეკრეაცია ტაბატაძე“ დამფუძნებლები, სოფელ კორბოულის თემში არსებული სკოლების წარმომადგენლები და მოსწავლეთა თვითმმართველობის აქტიური წევრები სტუმრობდნენ. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებამ მოისმინა სათემო კავშირის მიზნები, შექმნის ისტორია, განვითარების ეტაპები, მათი სამომავლო გეგმები. ცოტა ხნის წინ ნიგვზარის საჯარო სკოლამ სათემო კავშირთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ჩვენი ერთობლივი საქმიანობა უკავშირდება მდგრადი განვითარებისა და ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებს.

სკოლას სტუმრობდნენ გერმანელი მოხალისეებიც, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო შემეცნებით-გასართობი ბანაკის აქტივობებში და ჩვენს მოსწავლეებს გერმანულ და ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის გაუმჯობესებაში დაეხმარებიან ადგილობრივ პედაგოგებთან ერთად. ბანაკი მოეწყობა ნიგვზარის სკოლის ბაზაზე და უმასპინძლებს კორბოულის თემში არსებული სკოლების მსურველ საშუალო საფეხურის  მოსწავლეებს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები:
 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203