ნამაშევის საჯარო სკოლის მოსწავლეები წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის დაჯილდოვდნენ
21-06-2021

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლა ამაყობს მოსწავლების წარმატებით. 

სკოლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, მოსწავლეებმა წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში წარმატებული მონაწილეობისთვის სერტიფიკატით და პრიზით დაჯილდოვდა. 

„ნამაშევის საჯარო სკოლის V კლასის მოსწავლეებმა, ნინო ზურაბიანმა და ხატია ჯამბურიძემ, მონაწილეობა მიიღეს მსოფლიო საფოსტო კავშირის მიერ ორგანიზებულ წერილის წერის საერთაშორისო კონკურსში. მოსწავლეები დაჯილდოვდნენ სერთიფიკატებითა და წამახალისებელი პრიზებით. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის მოსწავლეებს“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203