„ვერის უბნის მელოდიები“ - თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუზიკლი გამართეს
21-06-2021

„ვერის უბნის მელოდიები“ - თბილისის N149 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიუზიკლი წარმოადგინეს. დირექცია IV კლასელებს სასკოლო ცხოვრების ერთი ეტაპის დამთავრებას ულოცავს და წარმატებებს უსურვებს.

„IV კლასელებს ვულოცავთ სასკოლო ცხოვრების ერთი ეტაპის დამთავრებას და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს!

სასწავლო წლის ბოლოს მოსწავლეებმა წარმოადგინეს მიუზიკლი „ვერის უბნის მელოდიები“.

მიუზიკლის იდეა სასკოლო პროექტის „ჩემი და შენი უფლებები ჩვენი მომავალის“ ფარგლებში გაჩნდა.

მიუზიკლში წარმოდგენილი ისტორიების საშუალებით, მოსწავლეებმა საკუთარი ინტეპრეტაციით განაზოგადეს ერთი შეხედვით უბრალო ამბავი, სადაც მრავლადაა წარმოდგენილი ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ჩვენ გვჯერა მომავალშიც თქვენი წარმატებების!“-წერია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203