„გჯეროდეთ ათბობს სკოლის კედლებს, თქვენი ღიმილი“- ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გორდეზიანმა კურსდამთავრებულებს ლექსი მიუძღვნა
21-06-2021

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთის საჯარო სკოლის დირექტორმა ნანი გორდეზიანმა მე-12 კლასელებს ლექსი მიუძღვნა და თბილი სიტყვებით გააცილა სკოლიდან. 

                            ბოლო ზარი   

ჩამოიმარცვლა სკოლის დღეების ბოლო მძივები
სულ სხვანაირად აელვარდა აპრილი ლურჯი 
და ვარდისფერი ოცნებები მზისფერ სხივებით 
თითონ განგებამ დაგიხატათ ზღაპრული ფუნჯით  

და ეს საუნჯე ოაზისად ჩანს ოცნებების, 
მისკენ მავალი ბილიკებით, ოქროსფერ გზებით 
სიყვარულის და სათნოების რძისფერ ნისლებით,
ღმერთმა ინებოს, წარმატებებით გატაროთ ფრენით 

გჯეროდეთ ათბობს სკოლის კედლებს, თქვენი ღიმილი 
სწავლა კი თქვენი მასწავლებლის გულს, რომ ანათებს,
სკოლას უყვარხართ  ხმამაღალი თქვენი სიცილით ,
ნატრობს თქვენ წინსვლას, დამიჯერეთ,  სხვას კი არაფერს 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203