„კოსმოსი ბუმერანგია“ - საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-11 კლასმა კონფერენცია გამართა
21-06-2021

აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-112 კლასმა „ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში მიმდინარე პროექტის - „ჯანმრთელობა -ადამიანის ფუნდამენტური უფლება“ ერთ-ერთი მიმართულებით კონფერენცია გამართა. 

კონფერენციის თემა იყო - „კოსმოსი ბუმერანგია“. კონფერენციას ფიზიკის მასწავლებელი, ზეინაბ  იაკობაშვილი ხელმძღვანელობდა. 

მომხსენებლებად წარდგნენ:

  • ნინო კუსიანი;
  • ნინო ენუქიძე;
  • ელენე ქავთარაძე;
  • მანანა ქვათაძე;
  • იზა გელბახიანი;
  • ლაშა დეკანოიძე.

„მოგესალმებით, ირმის ნახტომის ყველაზე ინოვაციურო, განვითარებადი საფეხურის უმაღლეს იერარქიაზე მყოფო და საყაროს მშვენიერების დასაბამის მთავარო მონაწილეებო. გალაქტიკამ ერთმანეთთან უხილავი ძაფებით შეგვაკავშირა და ისე მოგვიყარა თავი იმ სივრცეში, საიდანაც ვარსკვლავსადარი თვალები მიყურებენ. სწორედ ამ ატმოსფეროში, რომლის თითოეული კუთხე სამყაროს უსასრულობას, ამოუცნობობასა და მისტიურ-მაგიურობას გვიქადის, მაქვს პატივი წარმოგიდგინოთ აკაკი წერეთლის სახელობის საჩხერის N1 საჯარო სკოლის მე-11 მეორე კლასი. გვინდა ერთი დღე ვუსახსოვროთ ჩვენი სკოლის ისტორიას იმ სივრცის, გალაქტიკის, კოსმოსის შესახებ რომელთანაც ხილულ-უხილავი ძალებით შევბმულვართ.
შემთხვევითი არაა ისიც, რომ სწორედ ფიზიკის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გაკვეთილზე გადავწყვიტეთ, დაუსაბამო სივრცესთან დაგვეკავშირებინა ჩვენი დღევანდელი კონფერენცია, რისთვისაც მადლობას ვუხდით ჩვენ უსაყვარლეს ხელმძღვანელს, ზეინაბ იაკობაშვილს“,- ამ სიტყვებით მიმართა ნინო კუსიანმა დარბაზს კონფერენციის დასაწყისს.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203