„ფარნავაზიდან იაკობამდე“ - ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მე-4 კლასში საინტერესო ღონისძიება გაიმართა
21-06-2021
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სიმონეთის N2 საჯარო სკოლის მეოთხე კლასში სასწავლო წლის ბოლო დღეს ჩატარდა ღონისძიება „ფარნავაზიდან იაკობამდე“.
„ღონისძიება პედაგოგის ნანული არაბიძის ორგანიზატორობით გაიმართა. ამ ღონისძიებით პატარები დაემშვიდობდნენ „დედა ენას“. მოსწავლეებმა ხატოვნად წაიკითხეს ლექსები „დედა ენაზე“, წარმოადგინეს ინსცენირება გურამ დოჩანაშვილის „სიტყვის პაპას“ მიხედვით, ბოლოს კი მადლობა გადაუხადეს პირველ მასწავლებელს ერთად გატარებული დაუვიწყარი ოთხი წლისათვის. ნანული მასწავლებელმა მათ გზა დაულოცა მომავლისაკენ პატარების სასკოლო ცხოვრების ამსახველი ვიდეოკოლაჟით, რომელშიც თავმოყრილი იყო სასკოლო ცხოვრების ამსახველი ფოტომასალა პირველი კლასიდან დღემდე. ღონისძიება წარიმართა თბილ და ემოციურ გარემოში“, - აღნიშნულია მოწოდებულ ინფორმაციაში.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია