„ჩვენი პირველი სპექტაკლი“ - ქუთაისის N21 სკოლის პედაგოგმა მანანა ჩუბინიძე-ჯანელიძემ საინტერესო კომპლექსურ დავალებაზე იმუშავა
21-06-2021
ქუთაისის N21 საჯარო სკოლის პედაგოგმა მანანა ჩუბინიძე-ჯანელიძემ მე-2გ კლასში ჩაატარა კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში: „ჩვენი პირველი სპექტაკლი“.
„ჩემი სადამრიგებლო, მე-2გ კლასის თვალმერცხალა გოგო-ბიჭები და კომპლექსური დავალება ქართულ ენასა და ლიტერატურაში: „ჩვენი პირველი სპექტაკლი“.
საუბარი თეატრზე, სპექტაკლსა და ავტორთა შემოქმედებით ჯგუფზე. გაცნობა სპექტაკლზე მომუშავე შემოქმედი ადამიანების მოვალეობებისა.ზღაპარ „რწყილი და ჭიანჭველას“ შესწავლა, სცენარის ინტერპრეტირება, როლების განაწილება, პერსონაჟთა ნიღბებისა და სცენის დეკორაციის დამზადება, როლური თამაში და ეს მხოლოდ დასაწყისია. წინ მრავალი საინტერესო გაკვეთილი გველის. მანამდე კი ბევრი უნდა ვიშრომოთ, უკეთესად ვიმეტყველოთ და ვიარტისტოთ. ჩემი პატარები ჯერ „მთის“ კალთებს მიუყვებიან. „მწვერვალიც“ მალე გამოჩნდება“, - აღიშნავს პედაგოგი მანანა ჩუბინიძე-ჯანელიძე.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია