მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოსტერების კონკურსში წარმატება მოიპოვეს
21-06-2021
მარნეულის N5 საჯარო სკოლის მოსწავლეები პოსტერების კონკურსში მონაწილეობდნენ.
ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო პოსტერის ავტორად მარნეულის N5 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ქეთა მეგრელიშივილი დასახელდა, ხოლო საუკეთესო ფოტოს ავტორად - ამავე სკოლის მე-8 კლასის მოსწავლე ლალი ბესელია.
შეგახსენებთ, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრის მხარდაჭერით განხორციელებული კონკურსის ფარგლებში შეირჩა 30 მონაწილე, რომელთაც ჩაუტარდათ ტრენინგ-კურსი თანასწორობისა და მულტიკულტურალიზმის საკითხებზე. შერჩეულმა მოსწავლეებმა შექმნეს ნამუშევრები (ესე, ფოტო, პოსტერი/ნახატი) აღნიშნულ თემატიკაზე.
პროექტის ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი და ბიბლუსის ვაუჩერი, ხოლო გამარჯვებულ მოსწავლეებს - წამახალისებელი პრიზები.
მშობლები გვეუბნებიან, სკოლების ნაწილში ბუფეტები და კვების ბლოკები საერთოდ არ არის, სადაც არის იქ არაჯანსაღი პროდუქტებით არის სავსე და ფასებიც საკმაოდ მაღალია