
მარნეულის N2 საჯარო სკოლაში საზაფხულო სკოლა გაიხსნა. სკოლის პირველი დღე მოსწავლეთა გაცნობას დაეთმო. სკოლას ესპანელი სტუმრებიც ეწვივნენ.
„საოცარი სკოლის პირველი დღე, მონაწილეთა ურთიერთგაცნობასა და ჯგუფებად დაყოფასა დაეთმო. ასევე ჩვენთან სტუმრად იმყოფებოდნენ ესპანელი მოხალისეები - ბრუნო და ლაურა“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
იხილეთ ფოტოები