
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულის საჯარო სკოლის საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა 9 კლასი წარმატებით დაასრულეს და მასწავლებლებს გამოემშვიდობნენ. მასწავლებლებმა აღზრდილებს გზა დაულოცეს და წარმატება უსურვეს.
„ჩემო საყვარელო ბავშვებო, დიდი სიყვარულით გილოცავთ სკოლის დამთავრებას. გისურვებთ წინსვლასა და წარმატებებს, გახსოვდეთ და იამაყეთ თქვენი სკოლით“, - ასე მიმართა პედაგოგმა ბავშვებს.
იხილეთ ფოტოები: