
ქობულეთის N5 საჯარო სკოლაში გამოწვევებით სავსე 2020-2021 სასწავლო წელი წარმატებით დასრულდა.
მე-4 და მე-5 კლასის მოსწავლეებმა არდადეგების დაწყება სკოლის ეზოში იზეიმეს.
პედაგოგები მოსწავლეებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულებას კიდევ ერთხელ ულოცავენ.
„ესეც „პანდემიური“ სასწავლო წლის დასასრული... წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენი სკოლის ყველა მოსწავლეს!
მადლობა მეოთხე და მეხუთე კლასელებს!“- აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.