„ვისაუბრეთ, ლექსიკური მარაგი შევივსეთ, სასწავლო ანიმაციასაც ვუყურეთ“-ქუთაისის N29 სკოლის მოსწავლეებმა გრძნობის ორგანოები სახალისო აქტივობებით ისწავლეს
21-06-2021

ქუთაისის N29 საჯარო სკოლის მესამეკლასელები მასწავლებელმა სახალისო აქტივობებში ჩართო. პატარებმა თამაშით ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები შეისწავლეს, როგორიცაა გრძნობის ორგანოები. მათ სწავლის დროს პირი კანფეტებითაც ჩაიტკბარუნეს.

„- მას, გახსოვთ ადრე კანფეტები რომ აღმოგვაჩენინეთ სიტყვების გროვაში? - მეკითხება ერთ-ერთი მესამე კლასელი სიყვარულიკო, დავეთანხმე მახსოვს-მეთქი და გამოწვევად მივიღე, დავპირდი - მომდევნო ბოლო გაკვეთილი გვაქვს და რაღაცას ისევ მოგიწყობთ-მეთქი... 

ვიფიქრე და გადავწყვიტე გრძნობის ხუთი ორგანო გამომეყენებინა თემად და პრაქტიკულად განგვეხორციელებინა შეხედვაც, შეხებაც, ყნოსვაც, გაგონებაც და რაც ყველაზე მეტად ახარებდათ - დეგუსტაციაც.

ვისაუბრეთ, ლექსიკური მარაგი შევივსეთ, სასწავლო ანიმაციასაც ვუყურეთ და რაც მთავარია, კანფეტებიც შევსანსლეთ“, - აღნიშნავს პედაგოგი.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203